ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 10 და 12 წლის მოზარდების მდგომარეობა მძიმეა
ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 10 და 12 წლის მოზარდების მდგომარეობა მძიმეა, - კლინიკა "მედალფას" დირექტორი დავით მდინარაძე აცხადებს, რომ ორივე მათგანის რეფერირება შესაბამისი პროფილის კლინიკაში მოხდება.
"ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 10 და 12 წლის მოზარდები მოთავსებული არიან ჩვენს კლინიკაში. გოგონას აღენიშნება ქალა-ფუძის მოტეხილობა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ბიჭს კი ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აქვს. მათ საჭირო კვლევები უკვე ჩაუტარდათ. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძახებული გვყავს რეფერალი და მოხდება მათი გადაყვანა შესაბამისი პროფილის კლინიკაში,"- განაცხადა დავით მდინარაძემ.
ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, ორი ბავშვი კი მძიმედ დაშავდა.

Print