ახალი ამბები
აშშ-ის მედიის ცნობით, კაპიტოლიუმთან პოლიციის თანამშრომელებს თავს დაესხნენ, არის მსხვერპლი
ამერიკული მედიის ინფორმაციით, კაპიტოლიუმთან მყოფ პოლიციელებს ავტომანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც, ორი პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ შემთხვევის შემდეგ კაპიტოლიუმი ლოქდაუნის რეჟიმზე გადავიდა.

მედიის ინფორმაციით, ავტომბოლის მძღოლს ხელში დანა ჰქონდა. არაერთი ადგილობრივი წყაროს ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია.
პოლიციაში კი საგანგებო პრესკონფერენცია ჩაინიშნა.

პოლიციამ კაპიტოლიუმის კომპლექსი და მისკენ მიმავალი გზები მაღალი საფრთხის გამო ჩაიკეტა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. რა გახდა ინციდენტის მიზეზი, უცნობია.

Print