ახალი ამბები
„ქართულ ოცნებაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა
"ქართულ ოცნებაში" პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომები ჩაინიშნა.  16.30 საათზე პარტიის ცენტრალურ ოფისში ჯერ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, 17:30 საათზე კი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
სხდომებზე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე იქნება საუბარი. მმართველი გუნდის წარმომადგენლები სავარაუდოდ, 7 ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებულ განცხადებაზეც იმსჯელებენ, რომელშიც ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის ფონდებიდან ფინანსური დახმარების შეჩერების მოწოდებას გააკეთებენ.
Print