ახალი ამბები
27 წლის ახალციხელი ექთანი კლინიკაში გარდაიცვალა
27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
გარდაცვალება 12:00 საათზე დაფიქსირდა.

ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ.
ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს გუშინ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი გუშინ განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.ის თბილისში, გვიან ღამით გადმოიყვანეს.

Print