ახალი ამბები
ბორჯომში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაიწყო
2022 წლიდან ბორჯომში პროფესიული კოლეჯის ფუნქციონირება იგეგმება. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტის მიხედვით, შენობაში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, კაფეტერია, თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცე. კოლეჯი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. საერთაშორისო სტანდარტების კოლეჯი ლიკანში შენდება და 200 სტუდენტზე იქნება გათვლილი. სასწავლებელში ათამდე საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება იგეგმება.

(R)

Print