ახალი ამბები
ახალციხის რაიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რაიონულ სამმართველოს ირაკლი ქირია უხელმძღვანელებს. ამ თანამდებობაზე მან შალვა აღნიაშვილი ჩაანაცვლა.

ირაკლი ქირია ახალციხეში ისანი–სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციიდან გადმოიყვანეს, სადაც IX სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

ქირია 2014 წელს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა, 2015 წლის თებერვლიდან იყო სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველოს უფროსი.

Print