ახალი ამბები
ბორჯომის წითელი ჯვრის დახმარება გულო ბებოს
გაგაცნობთ გულო გოგოლაძეს ბორჯომიდან. თვითდასაქმებული ქალი წლების მანძილზე თავს საკუთარი შრომით ირჩენდა. ავტოსაგზაო შემთხვევამ კი მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. საჭირო გახდა ფეხის ამპუტაცია და მას შემდეგ, სახლის და ეზოს ზღურბლს იშვიათად სცდება. ხანზამული ქალი ოჯახში თითქმის მარტოა. მისი ერთადერთი მეგობარი და განუყოფელი ნაწილი ახლა ეს ეტლია, რომელსაც ვერ შორდება.

თუმცა, კორონავირუსის პანდემიის დროს, შეიძინა ახალი მეგობრებიც, წითელი ჯვრის მოხალისეები, რომლებიც გულო ბებოს ხშირად სტუმრობენ , ამარაგებენ პროდუქტით და ჰიგიენური მოხმარების საშუალებებით. პროდუქტებით მომარაგების გარდა, წითელი ჯვრის ბორჯომის ფილიალის მოხალისეები გულო ბებოს სახლის დალაგებაში, საოჯახო თუ სხვა სახის საქმეების კეთებაშიც ეხმარებიან.

Print