ახალი ამბები
შარლ მიშელის ორგანიზებით ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება
შარლ მიშელის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის ორბელიანების სასახლეში გაიმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას პრეზიდენტი უმასპინძლებს.
შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრას შესთავაზა.
ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ყველამ ვიცით, რომ კონკრეტული საქმეები უნდა იქნას მოგვარებული. ასევე მოგიწოდებთ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და მეტი ამბიციებით განახორციელოთ რეფორმები, ამას დასჭირდება თქვენი ლიდერული პოზიცია, ყველამხრივ ჩართულობა და კომპრომისებზე წასვლა. ეს არის ის გზა და ის დემოკრატიული ფორმატი, რომელიც მოგვიტანს კეთილდღეობას და კიდევ უფრო ძლიერი პარტნიორობა შედგება საქართველოსა და ევროკავშირს შორის",- განაცხადა შარლ მიშელმა.



Print