ახალი ამბები
64 უჯრის პატარა ჩემპიონი
8 წლის ბარბარე შონიას სახელი ბორჯომში ყველამ იცის. ის არაერთი ტურნირის გამარჯვებული და 7 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონია ჭადრაკში. სპორტის ეს სახეობა შონიების ოჯახში შთამომავლობით გადადის. ბაბუის ნასწავლ თამაშს, შვილების შემდეგ, შვილისშვილები აგრძელებენ. ბარბარე ჭადრაკს 3 წლიდან თამაშობს.

კორონავირუსის პანდემიის გამო პატარა მოჭადრაკე ამჯერად ონლაინ ტურნირებში მონაწილეობს. მისი ოცნებაა მსოფლიო ჩემპიონი გახდეს.

Print