ახალი ამბები
მეორე დღეა 11 და 13 წლის ბავშვებს ეძებენ
სამტრედიაში გაუჩინარებულ ბავშვებს ეძებენ. 11 წლის ლუკა ლომაია და 13 წლის ხვიჩა გრიგოლია გუშინ 6 საათის შემდეგ გაუჩინარდნენ. ოჯახის ინფორმაციით, ბავშვები გუშინ ბანკომატიდან თანხის გამოსატანად წავიდნენ და მას შემდეგ არ გამოჩენილან.

ოჯახი დაკარგულ ბავშვებს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა. მათი თქმით, პოლიციას შეატყობინეს, თუმცა სამართალდამცველებმა სათანადო რეაგირება არ მოახდინეს. ბავშვების მშობლები სამართლადამცველებთან შეხვედრას ცდილობდნენ, რასაც ადგილზე ხმაური მოყვა.
Print