ახალი ამბები
ბაკურიანში თოვს
თუ ბაკურიანში წასვლას და უქმეების გატარებას გადაწყვეტთ, ამინდი ხელს ნამდვილად შეგიწყობთ. ზამთრის კურორტზე თოვა დღეიდან დაიწყო და სინოპტიკოსების ვარაუდით, ნალექი მთაში, ხვალ, 6 თებერვალსაც არის მოსალოდნელი.



თოვლიანი გზის გავლა და თეთრის ბაკურიანის ხილვა თქვენს განწყობაზე დადებითად იმოქმედებს. ასე, რომ შეგიძლიათ დაგეგმოთ ვიზიტი ზამთრის კურორტზე ოჯახთან, მეგობრებთან ერთად და ცოტა ხნით, უარი თქვათ დამღლელ, რუტინულ ყოველდღიურობაზე.
Print