ახალი ამბები
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა ჯერ-ჯერობით არ იგეგმება
ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციონირების აღდგენა არ იგეგმება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისაუბრა.

როგორც ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მომდევნო დაახლოებით 1 კვირაში შეფასდება ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვირუსის გავრცელების დინამიკა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენის გადაწვეტილებას ამის მიხედვით მიიღებენ.

„შევაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას მომდევნო პერიოდში და შემდეგ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას. გაზრდილი მობილობის, შემსუბუქებების შედეგებს შევაფასებთ. როგორც იცით, 1-ლი თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედებულია სავაჭრო ქსელები, მაღაზიები. აჭარაში ასევე კიდევ უფრო მეტი შემსუბუქება იყო დაშვებული, სკოლებიც, გარდა სამი ქალაქისა, პირველი თებერვლიდან მუშაობდნენ. ეს დინამიკაც შეფასდება, ის დინამიკაც, რომელიც ტრანსპორტისა და სკოლების ყველგან ამოქმედებით გვექნება. 1 კვირის განმავლობაში ჩვენ გვექნება საშუალება ყველა ერთად დავაკვირდეთ ვითარებას. თუ ეს ვითარება იქნება სტაბილური, ან გაუმჯობესდება, შემდეგი ნაბიჯები იქნება გადადგმული უფრო სწრაფად და უფრო თამამად“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა გარკვეული შეზღუდვები მოხსნა, გარკვეული შეზღუდვები კი ძალაში დატოვა.
Print