ახალი ამბები
8 თებერვლიდან ბაზრობები და მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
ღია და დახურული ბაზრობები ფუნქციონირებას 8 თებერვლიდან გააგრძელებენ. მთავრობამ, ბაზრობების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან ამუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტიც.

„ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც. მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო მიკროავტობუსები. გარდა ამისა, 8 თებერვლიდან, ორშაბათიდან ამოქმედდება ასევე სრულად ბაზრობები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


Print