ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ახალი ხელმძღვანელი წარადგინეს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ გურიის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს, პოლიციის პოლკოვნიკი გურამ ზესაშვილი უხელმძღვანელებს. ამ დრომდე გურამ ზესაშვილი მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.

გურიის პოლიციის დეპარტამენტს კი პოლიციის პოლკოვნიკი ლევან ხარაბაძე უხელმძღვანელებს. ხარაბაძე გურიაში სამცხე-ჯავახეთიდან გადაიყვანეს. 

საკადრო გადაადგილებებს შსს-ში, საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მოტივით ხსნიან.
Print