ახალი ამბები
შაბათს ტურიზმის სექტორი საპროტესტო აქციას გეგმავს
ხვალ, 30 იანვარს,  ტურიზმის სექტორი საპროტესტო აქციას გეგმავს. აქცია, შაბათს 15:00 საათზე კანცელარიასთან გაიმართება და მთავარი მოთხოვნა იქნება - ქვეყანა უნდა გაიხსნას.

„შაბათს, 3 საათზე კანცელარიასთან, ქვეყანა უნდა გაიხსნას. მგონია ბევრი ვიქნებით,“-წერს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.


აქციას უერთება სარესტორნე ბიზნესიც. დარგის წარმომადგენლები ხვალ, პროტესტის ნიშნად, მუშაობას და გატანის სერვისს სრულად გააჩერებენ.




Print