ახალი ამბები
რა წესების დაცვა მოგიწევთ პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრებში
1-ლი თებერვლიდან მოლები მუშაობას განახლებული წესებით დაიწყებენ.
თუ აქამდე სავაჭრო ცენტრებში მოსასინჯი ოთახებით სარგებლობა შეუძლებელი იყო, პირველი თებერვლიდან ეს აკრძალვა აღარ იმოქმედებს.

მოიხსნება გადაცვლა-დაბრუნების შეზღუდვაც.

სავაჭრო ცენტრს, ადრე თუ 20 კვადრატულზე, ერთი ადამიანის დაშვება შეეძლო, ახლა 10 კვადრატულზე დაიშვება ერთი ადამიანი. ანუ,მოლებმა 2-ჯერ მეტი ადამიანის შეშვების უფლება მოიპოვეს.

ჯერჯერობით არ აღდგება შაბათ-კვირის ვაჭრობა.






Print