ახალი ამბები
ბორჯომში 29 იანვრიდან თოვლია მოსალოდნელი
ბორჯომში მომდევნო ორი დღის განმავლობაში, სინოპტიკოსები თოვლს პროგნოზირებენ. ნალექის სახით თოვლია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთშიც.
ბაკურიანში +1, +3 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით –9, –11 გრადუსი დაფიქსირდება.


30 და 31 იანვარს გამოიდარებს და რეგიონის მასშტაბით ყინვა გაძლიერდება, ახალციხეში, ბორჯომში, ასპინძასა და ადიგენში ღამით ტემპერატურა -8, -10 გრადუსამდე დაეცემა.


Print