ახალი ამბები
პარლამენტში რიგგარეშე სესია გაიხსნა
პარლამენტში რიგგარეშე სესიას 82 დეპუტატი ესწრება. პრეზიდენტის განკარგულებით, რიგგარეშე სესია 27-28 იანვარს გაიმართება.
რიგგარეშე სესიის ფარგლებში, დეპუტატები Covid 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ. ასევე იმსჯელებენ პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელიც ოპოზიციონერ დეპუტატებს შეეხება.

პარლამენტის რიგგარეშე სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.
Print