ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევაა
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 12 პაციენტი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 18 007 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 742 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1081-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 255 564 შემთხვევა. მათგან 245 527 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3108 ადამიანი.


Print