ახალი ამბები
ჯანმომ თრომბის თავიდან ასაცილებლად ანტიკოაგულანტების დაბალი დოზით გამოყენების რეკომენდაცია გასცა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ კლინიკებისთვის ახალი რჩევა გამოაქვეყნა და თრომბის თავიდან ასაცილებლად ანტიკოაგულანტების დაბალი დოზით გამოყენების რეკომენდაცია გასცა.

„სიახლეებს შორის, რომელიც მითითებაში შედის, არის ის რომ კოვიდ 19-ით ინფიცირებულმა პაციენტებმა შინ პულსის ოქსიმეტრი უნდა გამოიყენონ, რომელიც ჟანგბადის დონეს ზომავს, ასე რომ თქვენ შეძლებთ დაადგინოთ, უარესდება თუ არა სახლში მყოფი პირის მდგომარეობა და უმჯობესია თუ არა მისთვის ჰოსპიტალიზაცია,“- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა.

მისი თქმით, ორგანიზაცია კლინიკის ექიმებს ურჩევს, პაციენტები მუცელზე დააწვინონ, რაც ჟანგბადის მიმოქცევას აუმჯობესებს.

”ასევე, სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, ანტიკოაგულანტების დაბალი დოზით გამოყენებას გირჩევთ. გთავაზობთ უფრო დაბალი დოზების გამოყენებას, ვინაიდან მაღალი დოზების გამოყენებამ, შეიძლება სხვა პრობლემები გამოიწვიოს ”, - განაცხადა ჯანმო-ს პრესსპიკერმა.
Print