ახალი ამბები
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობამ, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია.

კობახიძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა.
ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" მეოთხე თავმჯდომარეა.

2012-2013 წლებში, შემდეგ კი 2018 წლიდან ამ დრომდე პარტიას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, 2013-2015 წლებში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილს, ხოლო 2015-2018 წლებში გიორგი კვირიკაშვილს ეკავა.

ყრილობაზე ასევე აირჩიეს პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა:

1. კახა კალაძე
2. ვასილ მაღლაფერიძე
3. გიორგი გახარია
4. არჩილ თალაკვაძე
5. მაია ცქიტიშვილი
6. გიორგი ვოლსკი
7. ირაკლი ღარიბაშვილი
8. თეა წულუკიანი
9. მამუკა მდინარაძე
10. კახაბერ კუჭავა
11. ვახტანგ გომელაური
12. ეკატერინე ტიკარაძე
13. ივანე მაჭავარიანი
14. მაკა ბოჭორიშვილი
15. შალვა პაპუაშვილი
16. მარიამ ქვრივიშვილი
17. ნიკოლოზ სამხარაძე
18. სოზარ სუბარი
19. დიმიტრი სამხარაძე
20. თორნიკე რიჟვაძე


პარტიის გენერალური მდივანი კვლავ კახა კალაძე იქნება, პარტიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას კი ვასილ მაღლაფერიძე დაიკავებს.

ყრილობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე დელეგატი დაესწრო.

 

Print