ახალი ამბები
„არ შეგარჩენთ გაყალბებულ არჩევნებს“-საპროტესტო აქცია თბილისში
„ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა გაიმართოს, სამოქალაქო აქტივისტების აქცია იმართება.

სამოქალაქო აქტიცივტები ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია არ აქვს, ვინაიდან მან საპარლამენტო არჩევნები გააყალბა. აქციის მონაწილეები ინფორმაციით სამართალდამცავებმა მათ ბანერების გაშლის უფლება არ მისცეს და დაკავებულია 10-მდე აქტივისტი.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა 14:00 საათზე გაიმართება. სადაც აირჩევენ პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას.

Print