ახალი ამბები
ტელეკომპანია „ბორჯომის“ 2020 წლის ნომინაცია „წლის რესპონდენტი“
კორონავირუსის პანდემიამ და ვირუსის გავრცელებამ ადამიანები ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩააყენა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრათ სამედიცინო დაწესებულებებს და წლის დასაწყისიდანვე გადავიდნენ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

მიუხედავად დაძაბული გრაფიკისა, ადამიანების გადარჩენასთან ერთად, მედიასთან ურთიერთობა პრიორიტეტად დარჩა ბორჯომის სამედიცინო ცენტრის გუნდისთვის.

ცენტრის დირექტორი ირაკლი დიასამიძე იყო ხშირი, აქტიური, პასუხისმგებლიანი და კომუნიკაბელური რესპონდენტი. ოპერატიულად გვაწვდიდა დაზუსტებულ ინფორმაციას.

ტელეკომპანია „ბორჯომის“ 2014 წლის „ ყურადღებიანი რესპონდენტი“ ინარჩუნებს და აცნობიერებს მედიასთან ურთიერთობის მნიშვნელობას.

ამჯერად, ირაკლი დიასამიძე, ტელეკომპანია „ბორჯომის“ „წლის რესპონდენტია“. მადლობას ვუხდით თანამშრომლობისთვის.

Print