ახალი ამბები
ტელეკომპანია „ბორჯომის“ 2020 წლის ნომინაცია „ყველაზე კომპეტენტური და პასუხისმგებლიანი“
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებასთან ერთად, ქვეყნის სატელევიზიო ეკრანებზე, კომპეტენტური რჩევებით და რეკომენდაციებით გამოირჩეოდა ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი. ეს არის ადამიანი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მოქალაქეებს კოვიდ 19-თან ბრძოლის მეთოდებზე მშვიდად აწვდიდა ინფორმაციას და არასდროს ქმნიდა პანიკის საფუძველს.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ინტენსიურ რეჟიმში უწევდა ქვეყნის ცენტრალური მაუწყებლების ეთერში სტუმრობა, ტელეკომპანია „ბორჯომს“ არ ჰქონია შემთხვევა, რომ მაია ბუწაშვილს უარი ეთქვა გადაცემაში ჩართვაზე ან უყურადღებოდ დაეტოვა სატელეფონო ზარები.

დღის გადატვირთულ გრაფიკში, ყოველთვის გამონახავდა დროს ჩართულიყო ტელეკომპანია „ბორჯომის“ საინფორმაციო გამოშვებაში და მაყურებლებისთვის მიეწოდებინა საჭირო რჩევები.

ნომინაციაში „ყველაზე კომპეტენტური და პასუხისმგებლიანი“, ტელეკომპანია „ბორჯომი“ მაია ბუწაშვილს ასახელებს და მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის.


Print