ახალი ამბები
კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა - ვაშინგტონის პოლიცია
დონალდ ტრამპის მომხრეები აშშ-ის კონგრესის შენობაში, კაპიტოლიუმში, შეიჭრნენ. მას წინ უძღვოდა დაპირისპირება პრეზიდენტის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის.
კონგრესში შეჭრა მას შემდეგ მოხდა, როდესაც მოსამართლეები შეიკრიბნენ, რათა დაემტკიცებინათ არჩევნების შედეგები და მასში დემოკრატ ჯო ბაიდენის გამარჯვება.

თავის მხრივ, ვიცერეზდენტი მაიკ პენსი ამბობს, რომ არ აპირებს ხელი შეუშალოს ბაიდენის ოფიციალურად დამტკიცებას. ამის საპასუხოდ ტრამპმა დატვიტა:
"პენსს საკმარისი გამბედაობა არ ჰქონდა, რომ გაეკეთებიან ის, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნისა და კონსტიტუციის დასაცავად", - წერს ის. მოგვიანებით სოციალურმა ქსელებმა დონალდ ტრამპის მიმართვა წაშალეს, ტრამპის ვიდეო მიმართვა წაშალა ყოუტუბე-მაც.

ვაშინგტონში ძალაში შევიდა, "კომენდანტის საათი" თუმცა, ქალაქის ქუჩებში კვლავ რჩებიან ადამიანები. ვაშინგტონის მერის მიურეილ ბოუზერის განცხადებით, "კომენდანტის საათი" მოქმედებს ადგილობრივი დროით 18:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე.
ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომხრეებისადმი ვიდეომიმართვის შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში, მათ კვლავ მოუწოდა დაშლისა და სახლებში წასვლისკენ.

BBC-ის ინფორმაციით, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის დროს მომხდარ არეულობას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 50-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის 47 - "კომენდანტის საათის" დარღვევისთვის.

აშშ-ის კონგრესმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის გამო შეწყვეტილი სხდომა განაახლა, სადაც არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს.

სხდომა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გახსნა, რომელმაც კაპიტოლიუმში მომხდარი ძალადობა დაგმო.
"ჩვენ დღეს დავიცვათ ჩვენი კაპიტოლიუმი. მათ, ვინც დღეს ჩვენს კაპიტოლიუმს დიდი ზიანი მიაყენა : თქვენ ვერ გაიმარჯვეთ. ძალადობა არასდროს იმარჯვებს. თავისუფლება იმარჯვებს. ეს ჯერ კიდევ ხალხის სახლია. მსოფლიო კვლავ დაინახავს ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცესა და ძალას,"- განაცხადა მაიკ პენსმა.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. სხდომა შეწყდა და კონგრესის შენობიდან მაიკ პენსისა და კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა.

Print