ახალი ამბები
მარიამ და ნიკოლოზ ბახტაძეებს უკვე საკუთარი მობილური ტელეფონები აქვთ
ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, სოფელ ტაძრისში მცხოვრები და-ძმა ბახტაძეები დაასაჩუქრა. სკოლის მოსწავლეებს, მან მობილური ტელეფონები საკუთარი ხარჯით შეუძინა. მარიამ და ნიკოლოზ ბახტაძეები ტელეფონებს, დისტანციურ სწავლებაში ჩასართავად გამოიყენებენ.







ტელეკომპანია "ბორჯომმა" ვიდეო, და-ძმა ბახტაძეების შესახებ, ვებ-გვერდზე გასულ კვირას გამოაქვეყნა. სიუჟეტში ნაჩვენები იყო, როგორ უჭირდათ მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილებზე ჩართვა. სოციალურ დაუცველ ოჯახში, ორ მოსწავლეს მხოლოდ ერთი მობილური ტელეფონი ჰქონდათ და მეზობლისგან ნათხოვარი ინტერნეტით სარგებლობდნენ. იმის გამო, რომ ოჯახში ერთი მობილური ტელეფონი ჰქონდათ, ზოგიერთ გაკვეთილს ხან მარიამი აცდენდა, ხან კი ნიკოლოზი.

სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ აქ: "საზიარო ტელეფონი და ნათხოვარი ინტერნეტი ონლაინ სწავლებისას"

ახლა, საახალწლოდ დასაჩუქრებულ მოსწავლეებს, ონლაინ გაკვეთილების გაცდენა აღარ მოუწევთ და ჩართვას საკუთარი ტელეფონებით შეძლებენ.
Print