ახალი ამბები
ლიპარტიასა და გოგიჩაიშვილს 7–7 წლიანი სასჯელი შეეფარდათ
ბორჯომის ყოფილ მერს, ლევან ლიპარტიას და საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, გიორგი გოგიჩაიშვილს 18 დეკემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდათ, აღნიშნული საკითხი დეპუტატებმა ცნობად მიიღეს. ეს მას შემდეგ მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლომ საკრებულოში გამოაგზავნა განაჩენი რომლის მიხედვითაც ლიპარტიასა და გოგიჩაიშვილს 7–7 წლიანი სასჯელი შეეფარდათ, აქედან 2 წელი პატიმრობას 5 კი პირობით მსჯავრს ითვალისწინებს, უნდა აღინიშნოს, რომ მათი დაკავებიდან 9 თვე უკვე გასულია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გიორგი ულუმბელაშვილი 28 თებერვალს დააკავეს.


Print