ახალი ამბები
ბორჯომის 2021 წლის ბიუჯეტი 20 მილიონ 850 ათასი ლარით განისაზღვრა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს 18 დეკემბერს მორიგი სხდომა გამართა. დეპუტატებმა 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, რომელიც 20 მილიონ 850 ათასი ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტი მომავალ წელსაც ინფრასტრუქტურა იქნება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება. ასევე წელს პირველად დაფინანსდება რამდენიმე ახალი პროგრამა.
Print