ახალი ამბები
"მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ექვემდებარება მკურნალობას" - მამა ზურაბი კორონავირუსს ებრძვის
ამ დრომდე მძიმეა ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მამა ზურაბი უკვე მე-9 დღეა, კოვიდ 19-ის დიაგნოზით თბილისში კლინიკაშია მოთავსებული. პაციენტი ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება, თუმცა ეხმარებიან ჟანგბადის მიწოდებაში. სასულიერო პირს სხვა თანმხლები დაავადებებიც აქვს. მეუფე დანიელის ლოცვა კურთხევით, მოხდა პაციენტის ზეთისცხება და ზიარება.
Print