ახალი ამბები
ოპოზიციის ლიდერებმა მემორანდუმს ხელი მოაწერეს
ოპოზიციური პარტიებმა მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.
"დღეს ისტორიული დღეა ვინაიდან, როგორც არასოდეს საზოგადოება არის ერთიანი გაერთიანებული სიმართლის გარშემო. დღეს ჩვენ აქ ვეუბნებით უარს ძალაუფლების მიმტაცებელს გარიგებასა და
- ამბობს შალვა ნათელაშვილი
ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულამდე მივაღწიეთ ყველამ ერთად. ქვეყნის გაყოფა არის იმ სახიფათო ზღვართან, რომლის შემდეგაც უნდა დაიწყოს პრობლემების მოგვარება, - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა
"ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ისე წაიყვანა ჩვენი ქვეყნის საქმე, რომ დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე პარლამენტის სხდომათა დარბაზში მხოლოდ ერთი პარტიაა და ეს ჩვენ გვახსენებს არცთუ საუკეთესო პოლიტიკურ პროცესებს.- "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე .

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას 88 წევრი ესწრება. შესაბამისად, ის უფლებამოსილია მუშაობა დაიწყოს.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის სხდომაზე დამსწრე უხუცეს წევრს ლადო კაძეს გადაეცა, რომელიც პირველ სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.


Print