ახალი ამბები
"ქართული ოცნების" დეპუტატები პარლამენტში აქტივისტების შეძახილების ფონზე შედიან
"ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტში შესვლა აქტივისტების შეძახილების ფონზე უწევთ. მათ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან „სირცხვილის კორიდორი“ აქვთ მოწყობილი. "მონა, მონა" - ამ შეძახილებისა და ე.წ. სირცხვილის კორიდორის ფონზე შედიან პარლამენტის შენობაში მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დარჩებიან პარლამენტის შენობასთან მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად.
პარლამენტის შენობის შესასვლელებთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.


Print