ახალი ამბები
300 ლარიანი დახმარების იმედად დარჩენილი საოჯახო ბიზნესი
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში 3 დეკემბრიდან დაიწყო იმ პირთა რეგისტრაცია ვინც 300 ლარიან კომპენსაციას მიიღებს. ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპის ფარგლებში ერთჯარდი დახმარებით ისარგებლებენ ის პირები, რომელთაც 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება. ბიჭიკო გამრეკელი საოჯახო სასტუმროს მფლობელია. კოვიდპანდემიამ მისი ბიზნესი გააჩერა. ჯერ არ იცის შეძლებს თუ არა 300 ლარიანი დახმარებით სარგებლობას.
Print