ახალი ამბები
გრიპის ვაქცინა და სწრაფი ტესტი - ვინ იცრება და ვინ იტესტება?
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინით მოსარგებლეთა რაოდენობა იზრდება. ვაქცინით ისარგებლებს 65 წლის ასაკის ზემოთ ყველა მსურველი. ბორჯომის სამედიცინო ცენტრში ადგილობრივების ვაქცინაცია 7 დეკემბრიდან დაიწყება. მოქალაქეებმა ჯერ ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ.

პარალელურად იწყება კოვიდ 19-ის სიმპტომების მქონე პაციენტების სწრაფი ტესტირებაც. აღნიშნული ტესტის ჩატარება სიმპტომიანი პაციენტებისთვის უფასოა.



Print