ახალი ამბები
გაჩერებული და დაცარიელებული ბაკურიანი
შეზღუდვების და რეგულაციების გამო გაჩერებული ზამთრის კურორტი.
შემოსავლის და სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანები.

კრიზისი შეეხო ყველას გარე მოვაჭრიდან დაწყებული დიდი ბიზნესით დამთავრებული.

გაჩერებული კვების და განთავსების ობიექტები, მაღაზიები, საბაგიროები და შესაბამისად დაცარიელებული ქუჩები. ასე გამოიყურება დღეს სამთო კურორტი, სადაც წელიწადის ამ დროს ზამთრის სეზონისთვის მზადება, როგორც წესი დასრულებულია და კურორტის პირველი სტუმრებიც უკვე ბაკურიანში არიან.

დღეს დაბაში სრული გაურკვევლობა და უიმედობაა. ადგილობრივებმა არ იციან როგორი იქნება სეზონი კურორტზე, სადაც ფაქტობრივად ყველაფერი გაჩერებულია. პრობლემებზე საუბრობს როგორც დიდი ისე მცირე ბიზნესი.








Print