ახალი ამბები
პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი გარდაიცვალა
49 წლის ასაკში პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი გარდაიცვალა. როგორც დავითაშვილი დღეს დილით დაიღუპა.
„მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა“, - განაცხადეს ალადაშვილის კლინიკაში.
კობა დავითაშვილი ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. პოლიტიკური საქმიანობის ბოლო ეტაპზე, ის მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი "ქართული ოცნების" სიით გახდა, თუმცა უთანხმოების გამო "ოცნება" 2013 წელს დატოვა, უარი თქვა სადეპუტატო მანდატზე და საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი.
კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს. ის დაახლოებით 2 კვირის წინ ალადაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს, სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.

Print