ახალი ამბები
კომპანია "ბორჯომი" საწარმოო წესით ჩამოსხმიდან 130 წლის იუბილეს აღნიშნავს
პირველი ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“, წელს საწარმოო წესით ჩამოსხმიდან, 130 წლის იუბილეს აღნიშნავს. კოვიდ პანდემიის გამო, ამ თარიღის აღნიშვნა მასშტაბური ღონისძიებით ვერ მოხერხდა, თუმცა, კომპანიამ ბორჯომელებისთვის „ბორჯომის“ ისტორია, 3დ პროექციის დახმარებით, 10 წუთიან ფილმში, ქარხნის ისტორიულ შენობაზე, გააცოცხლა. ფილმის ჩვენება, ბორჯომის პარკში, ღია სივრცეში, ყოველ საღამოს 19:00, 19:30 და 20:00 საათზე, შაბათის ჩათვლით გაიმართება და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
Print