ახალი ამბები
კახი კავსაძე კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება
მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კახი კავსაძე მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.
"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, სუნთქვის უკმარისობა აქვს და მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი", - განაცხადა ლევან რატიანმა.
დაახლოებით ორ საათში გახდება ცნობილი - არა თუ არა ეს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა.

Print