ახალი ამბები
პოლიციამ პარლამენტთან 2 აქტივისტი დააკავა
პარლამენტის შენობის უკანა მხარეს სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეხლა- შემოხლაა. "ევროპული საქართველოს" წევრს ელენე ხოშტარიასა და სხვა აქტივისტებს პარლამენტის უკანა მხარეს განთავსებულ დროებით რკინის კონსტრუქციაზე წარწერის "20%" გაკეთება სურდათ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეებიდან 2 მათგანი დააკავა. აქციის მონაწილეები პოლიტიკოსებთან ერთად აბაშიძე-კარაისინის მოლაპარაკებას აპროტესტებდნენ, სადაც კარასინმა 20 ივნისის შემდეგ მიმდინარე პროტესტს ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ანტირუსული პოვოკაცია" უწოდა.

მოძრაობა "სირცხვილიას" განცხადებით, დაკავებულები არიან ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე. აქციაზე დაშავდა კიდევ 2 აქტივისტი.



Print