ახალი ამბები
დღეიდან 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება იკრძალება
მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან 28 ნოემბრიდან გადაადგილება 21:00 სააათიდან აიკრძალება. 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება პირველ ეტაპზე, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით აკრძალული იქნება, პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე;
მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით.
მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) შეზღუდვა არ წესდება;

24 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ უქმე დღეებში იმოქმედებს,
31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1-ელი იანვრის 05:00 საათამდე კი აღნიშნული შეზღუდვა იხსნება.
16 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით 21:00 საათიდან გადაადგილება ყველა დღეს იკრძალება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში შიდა ავტობუსები როგორც ქალაქში ასევე სოფლების მიმართულებით იმოძრავებს,

აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

Print