ახალი ამბები
ბორჯომში შიდა საქალაქო ტრანსპორტი იმოძრავებს - დავით ზაალიშვილი

ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი ჩვენთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში როგორც შიდა საქალაქო ტრანსპორტი ასევე სოფლების მიმართულებით შეუფერხებლად იმოძრავებს,

კონკრეტულად რა შეზღუდვები იმოქმედებს ბორჯომში ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

საბჭოს გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას აჩერებს. იკრძალება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით,

1 თებერვლამდე სათხილამურო კურორტებზე - ბაკურიანში, გუდაურში, დამატებითი შეზღუდვები შემოდის, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.
შეზღუდვები 2 თვეს - 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.


 

Print