ახალი ამბები
ბორჯომიდან ბაკურიანის და თბილისის მიმართულებით მატარებელი არ მუშაობს
კოვიდ პანდემიის გამო, სარკინიგზო მოძრაობა ამ დრომდე შეწყვეტილია. უკვე 8 თვეა, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით არ გადაადგილდება კუკუშკა. ზაფხულიდან შეჩერებულია ბორჯომი-თბილისისკენ მოძრავი მატარებელიც. როდის აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა, ჯერ-ჯერობით უცნობია, სადგურებში ამბობენ, რომ მუშაობის განახლება დამოკიდებულია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.
Print