ახალი ამბები
წერეთლის გამზირზე, მძევლად აყვანილი 11 პირიდან 6 გათავისუფლებულია
სამართალდამცველების მიერ მოლაპარაკებების შედეგად წერეთლის გამზირზე, მირკოსაფინანსო ორგანიზაციის შენობიდან მძევლად აყვანილი 11 პირიდან 6 გათავისუფლებულია.
შსს-ს ინფორმაციით, შენობაში ამ დროისთვის 5 მძევალი რჩება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამჟამად კვლავ აგრძელებენ მოლაპარაკებებს",- აცხადებენ უწყებაში.

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში "ემ - ბი - სი" შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა

"შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი. 1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები, 2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7 &-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში. 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება", - ვრცელდება სოციალურ ქსელში თავდამსხმელის მიმართვა.


Print