ახალი ამბები
თბილისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარარებულმა თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა
თბილისში წერეთლის ქუჩაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა,  თავდასხმელმა მძევლები აიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 პირია მძევლად აყვანილი.
მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
"არის 9 მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი. გამოძიება დაწყებულია ფაქტზე ყაჩაღობით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონი ტარებით", - განაცხადა სირაძემ.

თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს.მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი"
როგორც განცხადებაშია აღნინული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.
"გვინდა გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.
შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება "ემბისი"-ს უპირველესი ამოცანაა",-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


Print