ახალი ამბები
ერევანში "ჯავახკის" ლიდერი, ვაჰგან ჩახალიანი დააკავეს
ერევანში "ჯავახკის" ლიდერი, ვაჰგან ჩახალიანი დააკავეს, როგორც სომხური მედია იუწყება ჩახალიანი ერევანში 11 ნოემბერს, დღის 11:00 საათისთვის ეროვნული უშიშროების სამსახურმა დააკავა. სამართალდამცველებმა ასევე გაჩხრიკეს ჩახალიანის სახლი. თუმცა სასამართლომ იგი გათავისუფლა და  მას ქვეყნის დატოვება ეკრძალება

ვაჰგან ჩახალიანი 10 ნოემბრის ღამეს სომხეთის პარლამენტში შეჭრილ დემონსტრანტებს შორის იყო.

სომხეთის პარლამენტში მომიტინგეები მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანთან და რუსეთთან შეთანხმება შედგა. მომიტინგეთა ნაწილი პარლამენტის სპიკერს, არარატ მირზოიანს, დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.

ჩახალიანს საქართველოს მოქალაქეობა 2019 წელს მასშემდეგ ჩამოართვეს როდესაც სომხეთის მოქალაქეოიბა მიიღო. მოძრაობა "ჯავახკის" ლიდერი ვაჰგან ჩახალიანი საქართველოსი 2009 წელს მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობის, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენისა და ხულიგნობის მუხლით დააპატიმრეს და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჩახალიანმა საპატიმრო 2013 წელს ამნისტიით დატოვა.


Print