ახალი ამბები
გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, PCR ტესტის პასუხი,რომელიც მთავრობის მეთაურმა ჩაიტარა, უარყოფითია.

ამ თემაზე პრემიერმა პოსტი საკუთარ Facebook-ზეც გამოაქვეყნა და თანადგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.
დავუბრუნდი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს. მადლობა ექიმებს და თითოეულ თქვენგანს თანადგომისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!" - წერს პრემიერი.

Print