ახალი ამბები
ფაშინიანი აცხადებს, რომ მისი რეზიდენცია გაძარცვეს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მომიტინგეები ერევანში მის ოფიციალურ რეზიდენციაში შეიჭრნენ და გაძარცვეს.
"მათ პრემიერ-მინისტრის რეზიდენციიდან მოიპარეს კომპიუტერი, საათი, სუნამო, მართვის მოწმობა და სხვა ნივთები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, "სამშობლოსთვის", - თქვა მან.
ფაშინიანმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, დაეკავებინათ მომიტინგეები, რომლებიც ძალადობრივად შეიჭრნენ სამთავრობო შენობებში და ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს არარატ მირზოიანს.


Print