ახალი ამბები
ყარაბაღში რუსი და თურქი სამშვიდობოები განლაგდებიან - ილჰამ ალიევი
რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობოების გაგზავნის პროცესი დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსი სამშვიდობოები ულიანოვსკის აეროპორტიდან U-76-ის ტიპის თვითმფრინავით გადაჰყავთ.

მთიან ყარაბაღში, საერთო ჯამში, 1 650 რუსი სამშვიდობო განლაგდება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში არა მხოლოდ რუსი, არამედ თურქი სამშვიდობოებიც განლაგდებიან.
"ორივე - რუსი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები იქნებიან განლაგებული ყარაბაღის სამშვიდობო ცენტრში", - აღნიშნა მან სიტყვით გამოსვლისას.
ცნობისთვის, ამავე მიმართვის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მოხარულია, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს წერტილი დაესვა.
ალიევი დარწმუნებულია, რომ ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმება ხანგრძლივ მშვიდობას მოიტანს.


Print