ახალი ამბები
"ვრჩები გუნდის მეგობრად" - მერის წარმომადგენელმა დვირის თემში თანამდებობა დატოვა
ბორჯომის მერის წარმომადგენელმა დვირის თემში, დაკავებული თანამდებობა დატოვა. ლაშა კევლიშვილს, განცხადება სამსახურის დატოვებაზე 2 ნოემბერს დაუკმაყოფილეს. კევლიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.

მერის უკვე ყოფილი წარმომადგენელი აღნიშნულ თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა.

ბორჯომის მერიის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზაალიშვილი აცხადებს, რომ დვირის თემში, ახალ წარმომადგენელს ნოემბრის ბოლომდე წარადგენენ.









Print