ახალი ამბები
ვის შეეხება სეზონური გრიპის ვაქცინაციის მეორე ეტაპი და ვის უნდა მიმართოთ ბორჯომში
ბორჯომის სამედიცინო ცენტრში, მომავალი კვირიდან გრიპის ვაქცინაციის მეორე ეტაპი იწყება. სეზონური გრიპის ვაქცინა ამ ეტაპზე 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებზეა გათვლილი. თუმცა 65 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე სამიზნე ჯგუფში ვერ მოხვდება.

რისკ ჯგუფს ამ შემთხვევაში, კონკრეტული ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმული პაციენტები წარმოადგენენ. იმ შემთხვევაში თუ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენთ, ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ცხელ ხაზს ან ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდეთ.გაიაროთ რეგისტრაცია და დაგეგმოთ ვიზიტი სამედიცინო ცენტრში


Print