ახალი ამბები
„ბორჯომის სამედიცინო ცენტრს მუშაობა არ შეუჩერებია“ - ირაკლი დიასამიძე
გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბორჯომის სამედიცინო ცენტრმა მუშაობა შეაჩერა, ცენტრის დირექტორი უარყოფს.

ბორჯომის სამედიცინო ცენტრის 4 თანამშრომელი კოვიდინფიცირებულია, 12 კი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამ ფონზე სამედიცინო ცენტრს მუშაობა არ შეუწყვეტია. როგორც ცენტრის დირექტორი ირაკლი დიასამძე ამბობს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების და დროებით გაჩერებული სამედიცინო ცენტრების გამო ბორჯომში მომართვიანობა, რეგიონის მუნიციპალიტეტებიდანაც გაიზარდა.





Print